ემილ დურკჰაიმი (1855-1936)

ემილ დურკჰაიმი (1855-1936)
დურკჰაიმი იყო ანტირედუქციონისტი. ის უარყოფდა იმის შესაძლებლობას, რომ სოციალური ფენომენის მიზეზები შეიძლება სადმე იყოს, გარდა სოციალური რეალობისა (სოციალურ ფაქტებში). ეს თვალსაზრისი აისახა მის თეორიაში სოციალური ევოლუციის შესახებ. ევოლუციის ძირითად მიმართულებად დურკჰაიმმა განსაზღვრა შრომის განაწილების, ამოცანების, მოვალეობების და როლების დიფერენციაციის ზრდა. ეს ტენდენცია უკავშირდება დემოგრაფიულ ფაქტორებს: პოპულაციის ზრდა მოქმედებს დემოგრაფიულ სიმჭიდროვეზე და მოაქვს ,,მორალური სიმჭიდროვის” ზრდა, რაც ნიშნავს ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, სოციალური ურთიერთობების სირთულეს, ანუ, მოქმედებს სოციალური კავშირების ხარისხზე. სპენსერის მსგავსად, დურკჰაიმმაც შემოიტანა საზოგადოებების ტიპოლოგია რომელიც ეყრდნობა სოციალური კავშირების სხვადასხვა ხარისხს: ,,მექანიკური სოლიდარობა” გამომდინარეობს ფუნქციების და ამოცანების ერთგვაროვნებიდან და არადიფერნცირებულობიდან, ,,ორგანული სოლიდარობა” ძლიერ დიფერენცირებული როლების და ადგილების რთულ და ორმხრივ თანამშრომლობაზეა დამყარებული. დურკჰაიმის მიხედვით ისტორია მოძრაობს მექანიკური სოლიდარობიდან ორგანულ სოლიდარობამდე.
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»